მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა
4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა

4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა

იმედი|imedinews.ge

კეი-პოპ ჯგუფი BTS სცენაზე დაბრუნდა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მათ სეულში, გვანგჰვამუნის მოედანზე გამართეს კონცერტი. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია Netflix-ზე მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა.

ღონისძიება უფასო იყო. უშუალოდ შემოღობილ ტერიტორიაზე მოხვედრა 22 000-მა იღბლიანმა შეძლო, ათობით ათასი ადამიანი კი შუს ქუჩის დიდ ეკრანებზე ადევნებდა თვალს.

ახალი სიმღერების გარდა, რომლებიც გასულ კვირას გამოსულ ალბომში Arirang შედის, შესრულდა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა Butter, MIC Drop და Mikrokosmos. კონცერტამდე ჯგუფის ლიდერმა, RM-მა, რეპეტიციაზე ტრავმა მიიღო - მან კოჭი იღრძო, რასაც იოგების დაჭიმვა და დაბეჟილობა მოჰყვა. ამის გამო, ის საცეკვაო ნომრებში მონაწილეობას არ იღებდა.

ეს იყო ჯგუფის პირველი გამოსვლა სრული შემადგენლობით 2022 წლის შემდეგ. BTS-მა მუსიკალური მოღვაწეობა სამხედრო სამსახურის გამო შეაჩერა. ჯგუფის ყველა წევრი ჯარიდან 2025 წლის ივნისში დაბრუნდა და ახლა მსოფლიო ტურში მიემგზავრებიან, რომლის ფარგლებშიც 82 კონცერტია დაგეგმილი.

ამასთან, კონცერტის შემდეგ, კომპანია Hybe-ის აქციების ფასი, რომელიც BTS-ს წარმოადგენს, რეკორდულად, თითქმის 15%-ით დაეცა. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ სეულში გამართულ შოუს დაახლოებით 104 ათასი მაყურებელი დაესწრო და არა 250 ათასი, როგორც ამას ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკ რუტეს განცხადებით, 22 ქვეყანა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისხმევას აერთიანებს

მარკ რუტეს განცხადებით, 22 ქვეყანა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისხმევას აერთიანებს

იმედი

ტედ კრუზი ირანზე:  ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა

ტედ კრუზი ირანზე: ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა

იმედი

ვილი სანიოლი: მადლობა გურამ კაშიას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის

ვილი სანიოლი: მადლობა გურამ კაშიას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის

იმედი

ბულგარეთის პატრიარქი: ჩვენ უკანასკნელ, მიწიერ გზაზე გავაცილეთ ღვთის ადამიანი. პიროვნება, რომელიც 49 წელი ემსახურებოდა საქართველოს. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქად მსახურება ღვთის კურთხევის გარეშე შეუძლებელია