
ილია ინჯია: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის - ამ წლების განმავლობაში პატრიარქის დარიგებებს ტყუილად არ ჩაუვლია
იმედი|imedinews.ge
პატრიარქის ამდენი წლის მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ის რჩევები და დარიგებები რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის შვილებს ასწავლა, გამოხატულია ამ დღეების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ გადაცემაში„ „ღია ეთერი“.
„ეს ყველაფერი იმედით გვავსებს, იმ იმედით, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ჩვენი ქვეყანა გაბრწყინდება. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის. ამ წლების განმავლობაში პატრიარქის დარიგებებს ტყუილად არ ჩაუვლია“, - აღნიშნა ინჯიამ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge