
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
იმედი|imedinews.ge
უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დღესაც ესწრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. სამძიმარზე არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge