ზაზა ვაშაყმაძე: დღევანდელი დღე გამოხატულება იყო იმისა, რასაც ჰქვია საქართველოში ისტორიული ტოლერანტობა და ამის დემონსტრირება და უდიდესი ლიდერი იყო უწმინდესი

ზაზა ვაშაყმაძე: დღევანდელი დღე გამოხატულება იყო იმისა, რასაც ჰქვია საქართველოში ისტორიული ტოლერანტობა და ამის დემონსტრირება და უდიდესი ლიდერი იყო უწმინდესი

იმედი|imedinews.ge

დღევანდელი დღე გამოხატულება იყო იმისა, რასაც ჰქვია საქართველოში ისტორიული ტოლერანტობა და ამის უდიდესი დემონსტრირება და ლიდერი იყო უწმინდესი, - განაცხადა რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

„დღეს, საქართველოში არსებული ყველა რელიგიის წარმომადგენელი წარმოდგენილი იყო თავისი მაღალი იერარქების დონეზე და ყველამ ერთხმად აღიარა პატრიარქის როლი ამ ურთიერთობების ხელშეწყობასა და ჩამოყალიბებაში. საქართველოში არსებული ყველა სარწმუნოების ერთად ყოფნა არის სწორედ ის, რითაც საქართველო ყოველთვის ამაყობდა, დღესაც ამაყობს და დარწმუნებული ვარ მომავალშიც იამაყებს“, - აღნიშნა ვაშაყმაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია