მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა

იმედი|imedinews.ge

„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენასაც უნდა შეუწყოს ხელი.

„ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, გაგაძლიერა, მოგცა ნუგეში, გადაგალახვინა უმძიმესი და არაერთი ცხოვრებისეული განსაცდელი და ყოველი ამ განსაცდელის გადალახვის შემდეგ უფრო ძლიერი გაგხადა.

ილია მეორის მოღვაწეობა 100 წლიან პერიოდში რომ განვიხილოთ, ამ პერიოდს თამამად გავყოფდი ორ ნაწილად: პირველი ორმოცდაათი წელი ეს იყო ათეისტურ საქართველოში ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიური ცხოვრების ელემენტების შენარჩუნების ეპოქა. საქართველო იმ პერიოდში წააგავდა კანდელს, რომლის ფითილი კი ანათებდა, მაგრამ უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ყოველ სახელოვან წინამორბედს უნდა ეზრუნა იმისთვის, რომ ამ კანდელს არ დაჰკლებოდა ზეთი, რომ ფითილი არ ჩამქრალიყო. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა ილია მეორემ საქართველო და წერტილი დაუსვა იმ ეპოქის ნაწილს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნების ხანა. ამის შემდეგ დაიწყო აღორძინების ხანა. იმ კანდელიდან პატრიარქმა დაანთო უამრავი კელაპტარი. 46 მოქმედი ეკლესია ჩაიბარა, 10 მოქმედი მღვდელ-მთავარი და დღეს საქართველოს დაუტოვა 3 ათასზე მეტი მღვდელმსახური, 1600 მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 49 ეპარქია, საიდანაც 6 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული. კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს. მან შექმნა სრულიად საქრისტიანოში და მართლმადიდებელ სამყაროში უნიკალური და უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო, იმ დანატოვრის თანახმად, რომელიც შემოგვინახა დავით მეფემ 118-ე ფსალმუნში. მთელი საქართველო გაერთიანდა და ერთი და იმავე დროს ერთხმად ვლოცულობთ უფლისა და ზეციური დასის თვალსაჩინო წარმომადგენლების სახელზე. ამ ყველაფრით კი პატრიარქმა შექმნა „კარკასი“, არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ ზოგადად 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენას უნდა შეუწყოს ხელი,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზურაბ წკრიალაშვილი: პატრიარქის ხელმძღვანელობით მოხდა ქართული გალობის დაბრუნება ტაძარში. დღეს ხალხთან ერთად არის უპრეცედენტო მობილიზება მგალობლებისაც სამების ტაძარში, ეს დღეები 24 საათის განმავლობაში გალობა არ გაჩერებულა

სუბარი: არიან დიდი ადამიანები, რომელთა დაფასება ხდება გარდაცვალების შემდეგ და ზოგჯერ, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგაც. უწმინდესობა იყო ამ მხრივ გამონაკლისი იმიტომ, რომ სიცოცხლეშივე ის ხალხს უყვარდა, მისი სიტყვა იყო ავტორიტეტი

ალიბეგაშვილი: კითხვა გამიჩნდა - ამდენი ხალხის ასე მშვიდად, თვალში ცრემლით, შეუწყვეტელ ნაკადად სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა შინაურსა თუ გარეულს არ დააფიქრებს, რა ხალხთან და საზოგადოებასთან აქვს ურთიერთობა?!

ალუდა ღუდუშაური: საქართველოს პატრიარქმა არამარტო ქრისტიანული, არამარტო მართლმადიდებლური სწავლება დაგვიტოვა, არამედ დაგვიტოვა საერო სწავლებაც, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორიც არის საქართველო