
დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონიკა რენატაბოლანიოს პერესი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, ტყის აღდგენის, დაცული ტერიტორიების მართვის და მესაქონლეობის მიმართულებებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
დავით სონღულაშვილმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ინვესტირების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს საექსპორტო პოტენციალის მქონე ქართული პროდუქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მონიკა რენატაბოლანიოს პერესის განცხადებით, მიუხედავად საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის არსებული გეოგრაფიული სიშორისა, ქვეყნებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის და ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები არსებობს.
შეხვედრას გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორის მოადგილე მიშელ ბრან ალვარადო დე ოვაიე, გვატემალის რესპუბლიკის ელჩი თურქეთში, აკრედიტებული საქართველოში ედუარდო ენრიკე ერნანდეს რესინოსი, გვატემალის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჩოლაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ირმა კილასონია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge