მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია
სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.

„ბიოქიმფარმი“ ერთადერთი ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ამ სფეროში ევროპული პატენტი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფაგოთერაპიის მრავალწლიანი ტრადიცია გააჩნია. მდიდარი სამეცნიერო გამოცდილება და უწყვეტი კვლევითი საქმიანობა, დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაქტერიოფაგიის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ამ მხრივ, ქვეყანა ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას როგორც ფუნდამენტური კვლევების, ისე პრაქტიკული სამედიცინო გამოყენების კუთხით.

„ბიოქიმფარმი“ ამ სახელწოდებით ფაგური პრეპარატების წარმოებისა და კომერციალიზაციის მნიშვნელოვან ცენტრად 1999 წელს ჩამოყალიბდა. „ბიოქიმფარმის“ საწარმო გამოირჩევა მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით, ინოვაციური პროდუქციის შექმნითა და საერთაშორისო აღიარებით, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან წვლილს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში როგორც სამეცნიერო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყებას გაცემული აქვს პატენტი EP 3810162 B1 კომპანიის გამოგონებაზე „კუჭ-ნაწლავის ინფექციების საწინააღმდეგო ანტიმიკრობული შემადგენლობა და მისი გამოყენება“. ანტიმიკრობულ შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიოფაგები კი დეპონირებულია საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“.

ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

იმედი

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

იმედი