მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ლაშხმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ლაშხმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მარიამ ლაშხმა მანდატურებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თითოეულ მანდატურს მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი შვილები სკოლაში უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან და სწავლასთან ერთად, მათი აღზრდაც სათანადოდ მიმდინარეობს. სკოლა განათლების მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლაში ბავშვებს კულტურა და ურთიერთპატივისცემა უყალიბდებათ და ზოგად განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვან უნარებსა და თვისებებს იძენენ. ეს, საბოლოოდ, მათ პიროვნულ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მანდატურის სამსახური უკვე 16 წელია, არსებობს. ამ პერიოდში აღნიშნულმა სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი ინსტიტუციური მნიშვნელობა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა.

ღონისძიებაზე მანდატურებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებსა და მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სამაგალითოდ შესრულებისთვის შესაბამისი სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში გაიმართა.

ღონისძიებას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

იმედი

პრემიერი: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას

The Washington Post: ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან სრულად გაწმენდა, შესაძლოა, 2026 წლის ბოლომდე გაჭიანურდეს

The Washington Post: ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან სრულად გაწმენდა, შესაძლოა, 2026 წლის ბოლომდე გაჭიანურდეს

იმედი

პრემიერი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება

პრემიერი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება

იმედი