
თელავის ისტორიული მუზეუმის და მეოთხე საჯარო სკოლის ორგანიზებით ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
იმედი|imedinews.ge
თელავის ისტორიული მუზეუმის და მერაბ კოსტავას სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პატრიარქის ცხოვრების და მოღვაწეობისა ამსახველი აქამდე უცნობი ფოტომასალა.
გამოფენა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოეწყო.
„ძალიან საინტერესო სურათები გახლავთ, სადაც ასახულია 70-იანი წლებიდან დაწყებული 90-იანი წლებით დამთავრებული ისტორია, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა გამოიარა. ეს მარტო უწმინდესის გზა არ არის, ეს არის მთელი ჩვენი ერის და საზოგადოების განვლილი გზა“, - აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge