
მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველი მასწავლებლები ქალაქ სალონიკში გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ
მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველმა მასწავლებლებმა მონაწილება მიიღეს ქალაქ სალონიკში გამართულ eTwinning-ის პროფესიული განვითარების საერთაშორისო სემინარაში თემაზე: „მომავლის სკოლები: სკოლის ლიდერობის განვითარება“.
სემინარი, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლების მასწავლებლებისთვის და დირექტორებისთვის, მიზნად ისახავდა საბაზისო უნარების განვითარების ხელშეწყობას ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით. პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, თემატურ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას და საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის ევროპის სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) შესაძლებლობების გაცნობას.
მონაწილეებმა განიხილეს წერა-კითხვის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ციფრული უნარების, მოქალაქეობის კომპეტენციები და ინკლუზიური სწავლების მიდგომები.
სემინარმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა დაემყარებინათ პროფესიული კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სკოლების წარმომადგენლებთან. ქართველი მონაწილეები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას განათლების სფეროში არსებული ინოვაციური მიდგომების შესახებ საკუთარ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენებენ.
საქართველოდან საერთაშორისო სემინარზე მივლენილი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის eTwinning-ის პროგრამის კოორდინატორი და ცენტრის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამი მონაწილე - სკოლის დირექტორი, მოადგილე და მასწავლებელი. სემინარში ევროპის 46 ქვეყნის 120 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
იმედი
წყარო: imedinews.ge