მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით პანაშვიდი მიმდინარეობს
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით პანაშვიდი მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით პანაშვიდი მიმდინარეობს.

მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. მასში საქართველოს ეკლესიის 36 მღვდელმთავარი მონაწილეობს.

ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები.

მანამდე სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა შესრულდა.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას - აწყობს ეს?

გურამ მაჭარაშვილი: გერმანიის სამხედრო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდებოდა ჩვენც, უკრაინის მსგავსად, ომი რომ გაგვემართა, მაგრამ ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას - აწყობს ეს?

იმედი

The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

The Wall Street Journal: ევროკავშირს უკრაინისთვის სავარაუდოდ 2027 წელსაც მოუწევს ვალის აღება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს

ირაკლი ჭეიშვილი: ქვეყანაში არსებული დადებითი მიგრაციული სალდო პირდაპირ დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე - საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. ეს არის განმსაზღვრელი იმისა, რომ მოქალაქეები ბრუნდებიან