
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
იმედი|imedinews.ge
ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს, - განუცხადა „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ.
მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პატრიარქს აირჩევენ მხოლოდ ეპისკოპოსები.
„ვერავინ ჩაერევა, ვინაიდან თითოეული მათგანი უკვე ასაკშია, მათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და ისინი ყველანი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.
ვიცით, რომ 28-ში დაინიშნა სინოდის სხდომა. 28-ში უკვე გამოარჩევენ სამ კანდიდატს, იმ დღესვე ალბათ გაფართოებული კრების თარიღს იტყვიან და გაფართოებული კრების შემდეგ დაინიშნება სინოდი, სადაც უკვე აირჩევენ პატრიარქს“, - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.
საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge