ირაკლი გოგავა: კოალიცია, რომელიც ევროპაში საკმაოდ პოპულარული მართვის სისტემაა, სწორედ იმისთვის იყო დანერგილი მმართველი ელიტების მიერ, რომ ადვილად ცვალონ კურსი და შეუსაბამონ საკუთარ ინტერესებს

ირაკლი გოგავა: კოალიცია, რომელიც ევროპაში საკმაოდ პოპულარული მართვის სისტემაა, სწორედ იმისთვის იყო დანერგილი მმართველი ელიტების მიერ, რომ ადვილად ცვალონ კურსი და შეუსაბამონ საკუთარ ინტერესებს

იმედი|imedinews.ge

კოალიცია, რომელიც ევროპაში საკმაოდ პოპულარული მართვის სისტემაა, სწორედ იმისთვის იყო დანერგილი მმართველი ელიტების მიერ, რომ ადვილად ცვალონ კურსი და შეუსაბამონ საკუთარ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

კერძოდ, მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „ევრობიუროკრატები გამუდმებით გვარწმუნებენ, რომ კოალიციური და ინკლუზიური მმართველობა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტია. რეალურად, რა ფარული სირთულეები და საფრთხეები შეიძლება, მოიტანოს ამ მოდელმა ჩვენს რეალობაში?“

ირაკლი გოგავას თქმით, საინტერესოა, ამ განცხადების ავტორების მოტივაცია რა არის.

„ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი მოქმედებს მოტივაციით. აქ საინტერესოა, ამ განცხადების ავტორების მოტივაცია რა არის. ცხადია, ეს არ არის ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენთან რაღაც იდეალურად მოწყობილი დემოკრატიული სისტემა იყოს და ყველა ნორმატივი, სტანდარტი იყოს დაცული. აქ არის საუბარი იმაზე, რომ როგორმე დაიბრუნონ ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ქვეყანა დარჩეს გარე მართვაზე, როგორც იყო შარლ მიშელის ცნობილ შეთანხმებამდე. კოალიცია, რომელიც ევროპაში საკმაოდ პოპულარული მართვის სისტემაა, სწორედ იმისთვის იყო დანერგილი მმართველი ელიტების მიერ, რომ ადვილად ცვალონ კურსი და შეუსაბამონ საკუთარ ინტერესებს. სწორედ აქედან გამომდინარეა ის, რომ უამრავ ქვეყანაში ორ ან სამ წელიწადში ერთხელ უწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა“, - აღნიშნა მან.

მაგალითისთვის საუბარი შეეხო ბულგარეთს, კერძოდ, „თუ რატომ ვერ მოხერხდა იქ კოალიციური მთავრობის შექმნა და რა არის დაუსრულებელი ქაოსის მიზეზი“.

ირაკლი გოგავას თქმით, ბულგარეთში არის სხვადასხვა მოსაზრება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.

„არის უზარმაზარი არმია ევროსკეპტიკოსების, ვინც თვლიან, რომ ევროკავშირი მათთვის მისაღები პროექტი არ არის. არიან, რა თქმა უნდა, მომხრეებიც და ამ ძალებს შორის კოალიციის ჩამოყალიბება, შესაბამისად რთულია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენიმე არჩევნები გაიმართა და საბოლოოდ, ახლახან მოხდა ბატონი რადევის არჩევა, რომელიც მომხრე არ არის, ქვეყანა ევროკავშირიდან გამოიყვანოს ამ ეტაპზე, მაგრამ თავისი სუვერენისტული პოზიციები აქვს. ბულგარეთის შედეგები რომ გავაანალიზოთ, არცთუ ისე სახარბიელოა. ის რჩება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 20 წელია, ევროკავშირის წევრია“, - განაცხადა გოგავამ.

როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელი და ევროკომისია მრავალგზის არის შემჩნეული იმაში, რომ მათ ჰყავთ ფავორიტები.

„ეს არის ბრიუსელური ფავორიტიზმი. მათ ყოველთვის ჰყავთ ფავორიტები ნებისმიერ პოლიტიკურ რბოლაში, არჩევნებში. მათი ხელით ქმნიან ან დესტაბილიზაციას, რომ შეიცვალოს[ხელისუფლებები] ან ახალი არჩევნები დაინიშნოს, ან მმართველ კოალიციას შლიან. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნებისთვის ძალიან რთულია“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია