
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიამ 14 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც 59 საკითხი განიხილეს.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, კომისიამ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ 11 ორგანიზაციაში, მათ შორის: საქალაქო სამსახურებში, რაიონულ გამგეობებსა და ა(ა)იპ-ებში საფინანსო საქმიანობა შეისწავლა. კომისიის სამდივნოს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, რაიონულ გამგეობებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებს რეკომენდაციები გაეგზავნა.
სარევიზიო კომისიის ანგარიშის მიხედვით, ყველა შემოწმებულმა ორგანიზაციამ სრულად გაიზიარა კომისიის შენიშვნები. როგორც თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, რეკომენდაციების გათვალისწინება მუნიციპალური სახსრების კიდევ უფრო ეფექტიან მართვასა და სამომავლო საქმიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
იმედი
წყარო: imedinews.ge