მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: არაღჩის ვიზიტი რუსეთში თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნიშანია
The Wall Street Journal: არაღჩის ვიზიტი რუსეთში თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნიშანია

The Wall Street Journal: არაღჩის ვიზიტი რუსეთში თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნიშანია

იმედი|imedinews.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ვიზიტი რუსეთში იმ დროს იმართება, როდესაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება - ორივე მათგანი აშშ-ის მიმართ მტრულადაა განწყობილი და ერთმანეთს სამხედრო თვალსაზრისითაც ეხმარებიან, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

„ირანში მიმდინარე ომი რუსეთისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან ამან უკრაინისთვის საჭირო ამერიკული იარაღის მარაგები გამოფიტა და ნავთობზე გლობალური ფასები გაზარდა, თუმცა ეს პროცესი შეიცავს რისკებსაც, რომელთა შემცირებაც კრემლს სურს. რუსეთსა და ირანს შორის ოფიციალური სამხედრო ალიანსი არ არსებობს, თუმცა თეირანი მოსკოვის უახლოესი პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში. ისლამური რესპუბლიკის დამხობა შეასუსტებდა რუსეთის შესაძლებლობას, მოახდინოს ძალის პროეცირება რეგიონში“, - წერს გამოცემა.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არაღჩის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით „გადაუჭარბებელი მნიშვნელობისაა“.

რუსეთი ირანის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მომწოდებელია, ირანმა კი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად დრონები მიაწოდა, მათ შორის „შაჰედის“ მოდელი, რომლის ასლსაც მოსკოვი ახლა შიდა ბაზარზე აწარმოებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა და უფრო ტრანზაქციული და პრაგმატული ხასიათი მიიღო.

დასავლელი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთმა ცოტა ხნის წინ გააფართოვა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და სამხედრო თანამშრომლობა ირანთან. მათი განცხადებით, მოსკოვმა თეირანს მიაწოდა თანამგზავრული გამოსახულებები, ტაქტიკური მითითებები, აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების ადგილები და გაუმჯობესებული დრონების ტექნოლოგია სამიზნეების უკეთ გასანადგურებლად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინაBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი