მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება

იმედი|imedinews.ge

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატმა განმარტა, რომ პროცედურულად საჭირო გახდა ძველი სარჩელის გამოტანა და მასში ერთი პარტიის დამატება, რის გამოც სარჩელის განხილვის ვადის ათვლა თავიდან დაიწყო.

„ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. მოგეხსენებათ, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში - ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც-“ განაცხადა პარლამენტის წევრმა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მალე დაწყება მნიშნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობის დაკვეთა შესრულდეს.

„პროცედურულად მოგვიწია საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის გამოტანა, ერთი პარტიის დამატება და შემდგომ კვლავ სარჩელის შეტანა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ვადა თავიდან აითვლება. ერთი მხრივ, კარგი ისაა, რომ გამოჩნდა პარტია, რომელიც დაემატა ამ სარჩელს, მეორე მხრივ, ვადის ათვლა თავიდან იწყება.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებს და კანონისა და ვადების ფარგლებში განიხილავს ამ პროცესს. 9 თვე არ ნიშნავს იმას, რომ ამ ვადის ამოწურვისას უნდა მოხდეს სარჩელის განხილვა. ეს პროცესი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი იქნება. იცით, როგორი მაღალი ინტერესი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებისას, მთელი 6 თვის განმავლობაში - ვფიქრობ, იგივე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესების დროსაც.

რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, კანონისა და მასში მითითებული ვადების გათვალისწინებით, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი, რადგან კარგად ვიცით, რომ საზოგადოებამ არაერთხელ უთხრა ხელისუფლებასა და „ხალხის ძალას“ - თუ ამბობთ და რეალობაა ეს, და არსებობს კომისიისა და საერთაშორისო სასამართლოს დასკვნები, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, ეს პარტიები უნდა გაუქმდეს. თუ ეს არ მოხდება, აქ საქმე არა მხოლოდ ცივილიზაციურ თამაშთან და კოჰაბიტაციასთან გვექნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა (კომისიაზე „ხალხის ძალაც“ იყო წარმოდგენილი), არის საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით სავსე და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ამის დაკვეთა, რადგან ადამიანი როცა ხმას გაძლევს არჩევნებზე, ეს არ ნიშნავს, რომ დაპირებები გადადო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა „ქრონიკის“ სიუჟეტში

საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა „ქრონიკის“ სიუჟეტში

იმედი

ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ასევე რუსეთთან ურთიერთქმედების მოდელი

ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ასევე რუსეთთან ურთიერთქმედების მოდელი

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი: ის, რაც შეერთებული შტატების ანგარიშშია ასახული, ფაქტობრივად საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი და ერთგვარი გამოცდილებაც გვაქვს მიღებული თუ როგორ ჰქონდა ადგილი საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობას

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია

იმედი