
მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი: პატრიარქმა გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი. ღმერთმა ინებოს, რომ ერთიანობა და სიყვარული არ მოიშალოს ჩვენს ერში
რასაც ქადაგებდა, აკეთებდა და ზრუნავდა, გარდაცვალების შემდგომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი, - განაცხადა საბურთალოს წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა „დღის ქრონიკაში“ პატრიარქზე.
მისი თქმით, პატრიარქმა საპატრიარქოს ტელევიზიასაც „ერთსულოვნება“ იმიტომ დაარქვა რომ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ერის ერთსულოვნება უმთავრესია.
„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც უწმინდესი ყოველთვის მოგვიწოდებდა და რისთვისაც იღვწოდა დაუღალავად. ეს არის ის ერთობა და ერთიანობა, რისთვისაც შრომობდა. საპატრიარქოს ტელევიზიასაც „ერთსულოვნება“ იმიტომ დაარქვა, რომ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ერის ერთსულოვნება უმთავრესია. რასაც მთელი ცხოვრება ქადაგებდა, აკეთებდა და ზრუნავდა, გარდაცვალების შემდგომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი. ღმერთმა ინებოს, რომ ერის ერთიანობა და სიყვარული არ მოიშალოს ჩვენს ერში“, - აღნიშნა მღვდელმსახურმა.
„პატრიარქო, გვიყვარხარ“ - საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილა
იმედი
წყარო: imedinews.ge