
გიგლა თამაზაშვილი: მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად აირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დროულად გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას, სისტემის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
„აუცილებელია, წყალმომხმარებლებმა დროულად მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს და განრიგი ხელშეკრულებებით შეგვითანხმონ, თუ რომელი კულტურისთვის და რა პერიოდიდან სჭირდებათ წყალი. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის მიწოდების პროცესის დაგეგმვას, სისტემის მართვის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულფასოვან მორწყვას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად აირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან, რაც მათთვის დამატებით კომფორტსა და ფინანსურ მოქნილობას შექმნის.
იმედი
წყარო: imedinews.ge