სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სოფელ კურსების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სოფელ კურსების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს

იმედი|imedinews.ge

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორის, ლაშა გეგეჭკორის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს.

მისივე ცნობით, ძაღლები გადაყვანილია ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში და გატარდება პატრონის მოძიების ღონისძიებები. სტიქიური უბედურების ზონიდან გამოყვანილ ძაღლებზე სურსათის ეროვნული სააგენტო იზრუნებს იმ დრომდე, ვიდრე მათი პატრონები არ იქნებიან საკუთარი საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი.

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი 12 მარტს განვითარდა. სტიქიამ 15 სახლი დაანგრია. დააზიანა გზა და სოფლის სასაფლაო. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია