მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამა გიორგი ზვიადაძე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც გაიმართა დამკრძალავი კომისიის სხდომა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, ეს იყოს ელიტარული დაკრძალვა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი
მამა გიორგი ზვიადაძე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც გაიმართა დამკრძალავი კომისიის სხდომა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, ეს იყოს ელიტარული დაკრძალვა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი

იმედი|imedinews.ge

როდესაც მთელი საქართველო გამთლიანებულია პატრიარქისადმი პატივისცემის გამოხატვით, რა თქმა უნდა, უდიდეს ტკივილს იწვევს, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკა ისმის იმასთან დაკავშირებით, თითქოს არ იყო სამართლიანობა დაცული, - განაცხადა საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.

როგორც მან „დღის ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, როგორც მთავრობის, ასევე საპატრიარქოს პოზიცია იყო, რომ დაკრძალვის ცერემონიას რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასწრებოდა და საფუძველი არ აქვს იმ კრიტიკას, თითქოს რამენაირი მცდელობა იყო, რომ ვინმე ტაძარში არ შეეშვათ.

„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო მთელი საქართველოს წინაშე, რომ როდესაც გაიმართა სახელმწიფო კანცელარიაში დამკრძალავი კომისიის სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ეს იყოს ელიტარული დაკრძალვა, ეს არის უკიდურესად მიუღებელი. საქართველოს უწმინდესი პატრიარქი ძალიან ახლოს იყო ხალხთან, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა თავის სამწყსოსთან და აუცილებელია, რომ ხალხი იყოს ეკლესიაში. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეკლესიის მრევლსა და ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პატრიარქის დაკრძალვაში. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს დამოკიდებულება“,- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, პრეზიდენტს, თბილისის მერსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება

მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება

იმედი

ზუგდიდში „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

ზუგდიდში „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

იმედი

საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა

იმედი

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ზუგდიდში გასვლითი სხდომა გამართა

იმედი