მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე: მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ
გიორგი ჯინჭარაძე: მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ

გიორგი ჯინჭარაძე: მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ

იმედი|imedinews.ge

პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულს, რადგან აფხაზეთი მისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი, - წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. წელს ეს საზეიმო თარიღი ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული თქვენგანისთვის, საყოველთაო მწუხარებითაა მოცული, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ქვეყანა გამოეთხოვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

სწორედ მისი განსაკუთრებული ძალისხმევითა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგად, წლების წინ, მივიღეთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისოდ აღიარება, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ხალხის სულიერი განმტკიცებისა და ერის გაერთიანების საქმეში.

დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან 9 დღე გავიდა. პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულს, რადგან აფხაზეთი მისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი.

მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება ყველაზე ღირებული - მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: აშშ-მა გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად, მიმდინარე წელს კუბის კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა

Reuters: აშშ-მა გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად, მიმდინარე წელს კუბის კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა

იმედი

ოდიშარია: გემახსოვრებათ „ამირანთან“ აქციაზე კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ ლიბერალებმა ჰომოფობი ეძახეს. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ბაბლმა, გმირად გამოაცხადა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა

იმედი

ზუგდიდში, სოფელ ხეცერაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ზუგდიდში, სოფელ ხეცერაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

იმედი