
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი სრულდება. LIVE
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი სრულდება. ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
ამის შემდეგ კი მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
სიონის ტაძარში იმყოფებიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.
რუსეთის იმპერიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ქართულმა ეკლესიამ კი ის 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.
იმედი
წყარო: imedinews.ge