
მეუფე შიო: სიმბოლურია, რომ სწორედ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს შესრულდა მეცხრე დღე ილია მეორის გარდაცვალებიდან
სიმბოლურია, რომ სწორედ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს შესრულდა მეცხრე დღე ილია მეორის გარდაცვალებიდან, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული პარაკლისი დასრულების შემდეგ.
„ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებითა და მადლიერებით ვართ განმსჭვალული ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეჰგუებიან ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას ეკლესიას.
ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი შესრულდა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge