
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა, ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის - „აზდაკის ბაღის“ დასს უმასპინძლა
იმედი|imedinews.ge
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა, ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის - „აზდაკის ბაღის“ დასს უმასპინძლა.
ინტეგრირებულმა დასმა, მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზის“ საკუთარი ვერსია წარუდგინა, რომელშიც, პროფესიონალ არტისტებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოყვარული მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
„აზდაკის ბაღი“ უკვე 15 წელია, რაც ფუნქციონირებს და მის დასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 მსახიობი მუშაობს. ინტეგრირებულ დასს წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსიც მიენიჭა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge