მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა
ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა

ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა.

ანნ მონტავონმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: უკეთესი იქნება, თუ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ლიდერების დონეზე წარიმართება

ზელენსკი: უკეთესი იქნება, თუ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ლიდერების დონეზე წარიმართება

იმედი

13 აპრილიდან საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

13 აპრილიდან საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

იმედი

გიორგობიანი: ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არ გამოუხატავს რაიმე თანადგომა ან არ გამოუქვეყნებია თანაგრძნობის წერილი ერთი სიტყვითაც კი. ეს ზუსტად ის ადგილია, საიდანაც მოდის საზოგადოების დაყოფის, ექსტრემალური პარტიების წაქეზების ინიციატივები

ბიძინა გიორგობიანი: სუფთა ფურცლიდან რანაირად დავიწყებთ ურთიერთობას ან ევროკავშირთან, ან აშშ-სთან?! ერთმა კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ტერორისთვის გამოიყენა და მეორემ ცალმხრივად გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება