
13 აპრილიდან საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
იმედი|imedinews.ge
2026 წლის 13 აპრილიდან, საქართველო გახდება ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, 25 მარტს, საფრანგეთის თავმჯდომარეობის ბოლო სხდომის ფარგლებში, გაიმართა საქართველოსთვის თავმჯდომარეობის სიმბოლურად გადაბარების ცერემონია.
„საქართველო უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმს უხელმძღვანელებს 4 სექტემბრამდე, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გადაიბარებს გაერთიანებული სამეფო.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ეუთო-ს მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge