მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგობიანი: ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არ გამოუხატავს რაიმე თანადგომა ან არ გამოუქვეყნებია თანაგრძნობის წერილი ერთი სიტყვითაც კი. ეს ზუსტად ის ადგილია, საიდანაც მოდის საზოგადოების დაყოფის, ექსტრემალური პარტიების წაქეზების ინიციატივები
გიორგობიანი: ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არ გამოუხატავს რაიმე თანადგომა ან არ გამოუქვეყნებია თანაგრძნობის წერილი ერთი სიტყვითაც კი. ეს ზუსტად ის ადგილია, საიდანაც მოდის საზოგადოების დაყოფის, ექსტრემალური პარტიების წაქეზების ინიციატივები

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არ გამოუხატავს რაიმე თანადგომა ან არ გამოუქვეყნებია თანაგრძნობის წერილი ერთი სიტყვითაც კი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გიორგობიანის თქმით, ბრიუსელი ზუსტად ის ადგილია, საიდანაც მოდის საზოგადოების დაყოფის, ექსტრემალური პარტიების წაქეზების ინიციატივები, ფინანსები მათ შორის.

„თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს მიუსამძიმრა ყველამ, ერთმანეთთან მებრძოლი და მეომარი ქვეყნების პირველმა პირებმაც კი მიუსამძიმრეს საქართველოს კათოლიკოსის გარდაცვალება, დააფასეს საქართველო, ქართველი ერი. მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც ძალიან გულმხურვალე, გულწრფელი სამძიმარი გამოთქვა. თქვენ ნახეთ ირანის სახელმწიფოს ელჩის სამძიმარი. ისეთი სიტყვები იყო, ძალიან დადებითად განვეწყეთ, მაგრამ ევროკავშირიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვარებით ვიცით ნეგატიური დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ, არცერთ მათგანს ერთი სიტყვაც კი გამოუქვეყნებია“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

იმედი

პროკურატურამ მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ტრამპი: ირანი იხვეწება შეთანხმებას და არა მე

ტრამპი: ირანი იხვეწება შეთანხმებას და არა მე

იმედი

ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია

ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია

იმედი