ლევან მაჭავარიანი: ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, გაიშიფრნენ და ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან

ლევან მაჭავარიანი: ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, გაიშიფრნენ და ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან

იმედი|imedinews.ge

რადიკალების გარკვეულმა ნაწილმა თითქოს, ჭკუას მოუხმო, ფარისევლური კომენტარები აკეთეს და პოსტები წერეს, თითქოს მათ ჰგონიათ, რომ არქივი არ არსებობს და ის საშინელი და საზიზღარი განცხადებები, რაც მათ გაკეთებული აქვთ პატრიარქის მისამართით, ამოიშალა მეხსიერებიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში და ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, გაიშიფრნენ და საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან.

„ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დუმდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში, თითქოს ძალიან რომ აღელვებთ საქართველოს ბედი, ნებისმიერ ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე რომ ჩამომწკრივდებიან რიგში და სათითაოდ აკეთებენ კომენტარებს, ერთი სიტყვა არ დაუძრავთ მისამძიმრებასთან დაკავშირებით, ისინიც გაიშიფრნენ და ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ფარისევლები არიან, მათ არ აინტერესებთ საქართველოს ბედი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა ისაუბრა საქართველოში გლოვის დღეებში კონგრესმენ ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგ თავდასხმაზეც.

„მინი აგენტი ჯო უილსონი ასეთი ტიპის განცხადებებს რომ აკეთებს საქართველოსთვის ასეთ დროს, როდესაც სრულიად ერი არის გაერთიანებული და მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ ჩვენ ღირსეულად გავაცილოთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, ჯო უილსონი აკეთებდა ასეთი ტიპის განცხადებებს. ეს კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ აბსოლუტურად აცდენილები არიან და პულსზე ხელი არ უდევთ, რა ხდება საქართველოში. მათი წვრილი აგენტები არიან ეს მდიდარი ენჯეოს წარმომადგენლები და რადიკალური ოპოზიცია“, - განმარტა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე შეაფასა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა.

„ეს პლატფორმა პრემიერმა გამოიყენა იმისთვის, რომ იქაც ჩვენს უწმინდესზე და უნეტარესზე ესაუბრა და მთელს მსოფლიოს მოესმინა, თუ როგორი ღირსეული პატრიარქი გვყავდა ჩვენ“, - დასძინა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანმა ეკლესიასთან დაკავშირებით გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებაც შეაფასა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ამ რადიკალური ოპოზიციისთვის თუ როგორი კერპი იყო მიხაილ როთი და როგორი შეურაცხყოფა მიაყენა მან საპატრიარქოს, ჩვენს სარწმუნოებას და აბსოლუტურად არავის არ ამოუღია ხმა. არ გაემიჯნნენ. ასევე კარგად გვახსოვს „TV პირველი“, „ფორმულა“ ვის ეპატიჟებოდა ეთერში, საშინელ ადამიანებს, რომლებიც პატრიარქს პირდაპირ ლანძღავდნენ, მათ ეთერებს უთმობდნენ. ასევე კარგად გვახსოვს ენჯეო „სირცხვილია“-ს საშინელი კამპანია - „საპატრიარქო ყარს“, რომელიც პირდაპირ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა და რომელსაც აშუქებდა „TV პირველი“, „ფორმულა“.

რადიკალური ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს თუ აქვს პრეტენზია, რომ ისინი ასე არ ფიქრობენ, მაშინ რატომ არ გაემიჯნნენ ბატონ როთს, ოპოზიციურ მედია საშუალებებს, ან მედიაში რომ იმყოფებოდნენ, იქვე რატომ არ გააკეთეს განცხადება, რომ მიუღებელი იყო მათთვის? ისინი ყველანი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალით, და სულ რომ სხვანაირად ფიქრობდნენ, მათ ამ ფიქრის უფლებაც არ გააჩნიათ“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია