მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან კოჭლოშვილი: პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას
ლევან კოჭლოშვილი: პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას

იმედი|imedinews.ge

პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი წერს სოციალურ ქსელში.

ის ფიქრობს, რომ პროცესი ატარებს პოლიტიზებულ ხასიათს - როდესაც ეკლესია მიზანში ამოღებულია კონკრეტული ინტერესების გასატარებლად.

მისი თქმით, ერთობა, სიფრთხილე და პრინციპულობა არის პასუხი იმ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ეკლესიისა და ქვეყნის დასუსტებას.

“პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას - ეს არის პირდაპირი დარტყმა ეროვნულ ერთობაზე და იმ ფასეულობებზე, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა საქართველო.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ეს პროცესი ატარებს მკაფიოდ პოლიტიზებულ ხასიათს - როდესაც ეკლესია, როგორც ერთიანობისა და სტაბილურობის საყრდენი, მიზანში ამოღებულია კონკრეტული ინტერესების გასატარებლად.

საუბარია იმ ეკლესიაზე, რომლის სიძლიერეც არაერთხელ იხილა მსოფლიომ - ეკლესიაზე, რომლის წყალობითაც ჩვენი რწმენა, ეროვნული იდენტობა და სულიერი მემკვიდრეობა დღემდე მტკიცედ დგას. ეს არის ის ძალა, რომლის გარშემოც ქართველი ერი ერთიანდება, და რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები და არ დაუშვას სარწმუნოების საკითხების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ერთობა, სიფრთხილე და პრინციპულობა არის პასუხი იმ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის დასუსტებას“, - წერს კოჭლოშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ

კირ სტარმერი ირანზე: ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ

იმედი

აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

იმედი

ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

იმედი

სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

იმედი