სემეკ-მა დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფი დაადგინა

სემეკ-მა დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფი დაადგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. გადაწყვეტილება კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კერძოდ, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრით განისაზღვრება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრის ნაცვლად 24,053 თეთრი იქნება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრის მაგივრად 28,537 თეთრი გახდება.

ელექტროენერგიის ახალი ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, კომერციული სექტორისთვის, 110-35 კვ.მდე არსებული ტარიფი - 25.267 თეთრი 30.322 თეთრით განისაზღვრა.

10-6-3.3 კვ.მდე 27.880-ის მაგივრად 34.632 თეთრი გახდა. 380-220 კვ.მდე არსებული ტარიფი კი 28.961 თეთრის მაგივრად 35.731 თეთრი იქნება.

დადგენილი ტარიფები 2026 წლის პირველი აპრილიდან 2031 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია