ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად. კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ეხება სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობის თვისობრივად ახალ მოდელზე გადასვლას. მომხსენებლის ინფორმაციით, ერთიან ცენტრალურ სისხლის დაწესებულებასთან ერთად, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა ასევე იმ სისხლის დაწესებულებებს, რომლებიც დღეისთვის ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას. მისივე განმარტებით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივად გადასვლას 2030 წლის 1 აპრილამდე, რათა შესაძლებელი გახდეს 100%-იანი შედეგის მიღწევა. კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია