პარლამენტში სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა დასრულდა

პარლამენტში სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა დასრულდა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტში სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა.

მათ ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარებაში, განათლებისა და პროფესიული ზრდის მნიშვნელობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე. პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე სტაჟიორებმა მათთვის საინტერესო თემებზე მოხსენებები წარადგინეს.

ღონისძიების დასასრულს სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სტაჟირების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სტაჟიორები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია