ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას

ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას

იმედი|imedinews.ge

სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.

როგორც ბექა გიუნაშვილმა აღნიშნა, სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის.

„აღნიშნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ ორგანიზაციას და სამსახურს, დაინტერესებისა და ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ოფიციალური დოკუმენტაცია სააგენტოსგან“, - განაცხადა ბექა გიუნაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია