
დეზინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების შესახებ - პასუხი ცრუ კამპანიას, თითქოს ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. მონიტორინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა. ორივე უწყებამ შესაბამისი განცხადებები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოა და მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა კი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე ადამიანების უსაფრთხოება, ეტაპობრივად ამოქმედდება და ის ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია-სტერილიზაციას.
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია, რომელსაც ოპოზიცია, ასევე ცხოველთა უფლებადამცველების ნაწილი აჰყვა, ფაქტებით დადასტურდა, რომ ტყუილია.
გივი კუჭავას სიუჟეტი:
იმედი
წყარო: imedinews.ge