ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

იმედი|imedinews.ge

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოვლისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ.

გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

“ჩვენ მასთან როცა ვურთიერთობდით, გვქონდა განცდა, რომ ღმერთი იყო ჩვენთან, ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს ასეც იყო. მისი ცხოვრების წესი ქრისტესთან შემხებლობა იყო. იმ დღეებში შეკრებილი ხალხი რა იყო ეს? ეს არის საფრთხის წინაშე ერთიანობა. ისეთი გეოგრაფიული ტერიტორია გვაქვს, რომ ღვთაებრიობა, ღმერთის სიყვარული, რომელიც ქართულ სულიერებაში არის, ეს არის ჩვენი მომავლის ხედვა“, - განაცხადა ნანა ჩაჩუამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია