დავით სონღულაშვილი მიუსაფარი ცხოველების თემაზე: ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის

დავით სონღულაშვილი მიუსაფარი ცხოველების თემაზე: ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის

იმედი|imedinews.ge

ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის პროვოცირებული იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თითოეული ბრალდება, რომელიც გამოითქვა სააგენტოს მიმართ, აუცილებლად ბოლომდე იქნება გამოძიებული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს წელიწადზე მეტია, საკმაოდ წარმატებულად. ამასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების კუთხითაც. სამწუხაროდ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის იყო პროვოცირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებსაც უნდოდათ საზოგადოების ემოცია გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის. შესაბამისად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ბრალდება, რომელიც გამოთქმული იყო ჩვენი სააგენტოს მიმართ აუცილებლად ბოლომდე გამოძიებული და შესაბამისად რეაგირებული იქნება. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროგრამაში. სამწუხაროდ, მიმდინარეობს ბულინგი და ზეწოლა თანამშრომლებზე და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ თითოეული ფაქტი და შემთხვევა იქნება რეაგირებული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია