მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს

იმედი|imedinews.ge

მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

მისი თქმით, ცხოველების ნაწილი კასტრაციის შემდეგ საჭიროებს მეტ დროს რეაბილიტაციისთვის. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ძაღლების ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, მეორე ნახევარს კი მოგვიანებით მიიყვანენ მიმკედლებლებთან.

„რაც შეეხება გუშინდელ ზუგდიდის შემთხვევას, იქ მოხდა უპატრონო, მიკედლებული ცხოველების აყვანა და მათი რეგისტრაცია/იდენტიფიკაცია სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის თავშესაფარში გადაყვანა.

სათანადო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, მათი ნაწილი უკვე დაბრუნებულია ლოკაციაზე. ნაწილი, რომელთაც ჩაუტარდებათ ვეტერინარული ღონისძიებები, მოგეხსენებათ ზოგ ცხოველს კასტრაციას ვერ ჩავუტარებთ, შესაძლოა, მათ დასჭირდეთ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, ამიტომ შეიძლება ერთი დღის მაგივრად ორი დღე დასჭირდეთ. მომდევნო დღეებში ისინი კვლავ დაბრუნდებიან იგივე ლოკაციებზე და ჩაბარდებიან თავიანთ პასუხისმგებელ პირებს.

ჰიპერპოპულარიზაციის პროგრამა სამი მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის პატრონიანი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რეგისტრაცია/იდენტიფიკაცია. შემდეგი გახლავთ პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და ამაში არ იგულისხმება თვითმმართველი ქალაქები. და მესამე ეს გახლავთ უპატრონო, მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია - კასტრაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ლეიშმანიოზზე და ჭირზე სწრაფი ტესტით გამოკვლევა და ამ შედეგების გათვალისწინებით შემდეგ უკან დაბრუნება ისევ გარემო არეში“, - განაცხადა დემნა ხელაიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

იმედი

მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

იმედი