
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან
„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.
როგორც ფარნაშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებენ გარკვეულ პროგნოზებს ის ადამიანები, რომელთაც ამ საკითხში კომპეტენცია არ აქვთ.
„როდესაც სინოდი იკრიბება, მთელი საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსები იკრიბებიან და მხოლოდ მათი პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც არც კომპეტენტურები არიან ამ საკითხში და როგორც ჩანს არც ეს დეტალები არ იციან“, - განაცხადა მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge