ბათუმელი პიანისტები ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში

ბათუმელი პიანისტები ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში

იმედი|imedinews.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ბათუმელი ახალგაზრდა პიანისტები, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გამართულ გალა კონცერტში მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ნუცა ხოზრევანიძე, გიორგი აბაშიძე და ანდრია კაპანაძე, საერთაშორისო ფონდ „SOS Talents Foundation Michel Sogny“-ის 25 წლის საიუბილეო კონცერტზე წარდგნენ.

„გალა კონცერტს ფრანგულმა გაზეთმა „le Figaro“-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ფონდ „SOS Talents Foundation Michel Sogny“-ის მრავალწლიან წარმატებულ საქმიანობას. ბათუმელი პიანისტების გალა კონცერტში მონაწილეობას ყოველდღიურად აშუქებდა ფრანგული რადიო „Radio Classique“.

გალა კონცერტს, ცნობილი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ხელოვანი და აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ფრანგ და უცხოელ კომპოზიტორებთან, კლასიკური მუსიკის ექსპერტებთან და ხელოვნების მოყვარულებთან ერთად ესწრებოდა.

ნორჩი პიანისტები პარიზში საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ და „SOS Talents Foundation“-ის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ. საერთაშორისო ფონდის მიზანია ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა და საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია