მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს

იმედი|imedinews.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს.

ცესკოს ცნობით, პირველი შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა გახსნეს.

მათივე ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებაც თუ განვითარების რა გზა გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესში და იმ პროექტებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. ისაუბრა დეზინფორმაციაზე როგორც საარჩევნო პროცესის გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე.

უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ აისახება საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაცია და რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლამდე სწორი ინფორმაციის მისატანად, ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძემ კი მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობისა და არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში 3 აპრილს გამართულ შეხვედრას 70-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა ოდესას, უკრაინამ კი კრასნოდარის ოლქს შეუტია

რუსეთმა ოდესას, უკრაინამ კი კრასნოდარის ოლქს შეუტია

იმედი

თამარ მემანიშვილი: მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო

თამარ მემანიშვილი: მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო

იმედი

მედია: ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში 15-მა გემმა გაიარა

მედია: ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტეში 15-მა გემმა გაიარა

იმედი

ირანში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ბავშვის დაღუპვის შესახებ აცხადებენ

ირანში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ბავშვის დაღუპვის შესახებ აცხადებენ

იმედი