თამარ მემანიშვილი: მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო

თამარ მემანიშვილი: მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო

იმედი|imedinews.ge

წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, - განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება სწავლა სახელმწიფოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფო პროფესიული მიმართულების დაფინანსებას კერძო სასწავლებლებში, მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროფესიული პროგრამების მიხედვით“, - აღნიშნა თამარ მემანიშვილმა.

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია