
სემეკი მოსახლეობას შესაძლო თაღლითური სატელეფონო ზარების შესახებ აფრთხილებს
სემეკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს კომუნალური მომსახურების კომპანიების სახელით გაურკვეველი პირების მიერ მოქალაქეებთან განხორციელებულ ზარებს.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს ასეთი ზარების შემთხვევაში არ გაუზიარონ არავის საკუთარი პერსონალური მონაცემები.
„გაურკვეველი პირები მოქალაქეებს სთხოვენ პირადი მონაცემებისა და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას, რიგ შემთხვევებში სთავაზობენ ადგილზე მისვლას ან/და სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციის შესრულებას ტელეფონით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აფრთხილებს მოსახლეობას: აღნიშნული სატელეფონო ზარები არ ხორციელდება კომუნალური კომპანიების მიერ.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ტიპის სატელეფონო ზარების შემთხვევაში არ გააზიარონ პერსონალური მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ იმ კომუნალურ კომპანიას, რომლის სახელითაც ხორციელდება ზარი ან დაუკავშირდნენ სემეკს ქოლცენტრის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან)“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge