მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირზე და ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტერატურისა და თეატრის კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოხატეს; ასევე, განიხილეს სამუზეუმო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო თბილისისა და ათენის დამეგობრების პერსპექტივას.

„მადლობას ვუხდი ათენის მერს და მის გუნდს გულთბილი მასპინძლობისთვის. საბერძნეთში ქართული კულტურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ვისაუბრეთ მომავალ თანამშრომლობაზე კულტურის სფეროში და ვფიქრობ, რომ მალე ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და ათენის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის დირექტორი როქსანი ბეი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება

იმედი

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

იმედი

გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

იმედი