მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს
რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს

იმედი|imedinews.ge

როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივას.

იონათამიშვილის თქმით, ასეთი ინიციატივა პირიქით წაახალისებს მათ, რომ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინონ.

„რაც შეეხება გახარიების ინიციატივას, დღეს საზოგადოებას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, მოესმინა საკომიტეტო განხილვისთვის. ფაქტობრივად, ძალიან უხერხულია და თვითონაც ეტყობოდათ, რომ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, როდესაც რეალურად ამ ინიციატივით ისინი პოლიტიკური ექსტრემისტების წახალისებას ცდილობდნენ.

როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, ძალადობენ პოლიციელებზე, ძალადობენ საზოგადოებაზე, მათ შორის ქალებსა და ორსულებზე, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც აქციების დროს ისინი პირდაპირ შეურაცხყოფდნენ და ძალადობდნენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, არ ინანიებენ დანაშაულს, პირიქით ერთმანეთს აქეზებენ, რომ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინონ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას კი არ შეუწყობს ხელს, პირიქით წაახალისებს რომ უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინონ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეი დი ვენსი: უცხოური გავლენაა, როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობები გემუქრებიან და ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ, რათა გიკარნახონ, როგორ მისცეთ ხმა - ეს თქვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაა

ჯეი დი ვენსი: უცხოური გავლენაა, როდესაც სხვა ქვეყნების მთავრობები გემუქრებიან და ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებენ, რათა გიკარნახონ, როგორ მისცეთ ხმა - ეს თქვენს სუვერენიტეტზე თავდასხმაა

იმედი

ორკვირიანი დაზავება, ვაშინგტონიც და თეირანიც შეთანხმებით კმაყოფილია, განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერი - რა ხდება ჰორმუზის სრუტეში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორკვირიანი დაზავება, ვაშინგტონიც და თეირანიც შეთანხმებით კმაყოფილია, განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერი - რა ხდება ჰორმუზის სრუტეში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეკა კუპატაძე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მოსამართლემ ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს

ეკა კუპატაძე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მოსამართლემ ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს

იმედი

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თინათინ რუხაძე სტავროს ნიარხოსის ფონდის დირექტორთა საბჭოს უფროს მრჩეველს, ვასილის კასკარელისს და ონასისის ფონდის აღმსრულებელ დირექტორს, დიმიტრის თეოდოროპულოსს შეხვდა