გივი მიქანაძე: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლის გამოც კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები მიდიან სასამართლოში - ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის დიპლომი აღიარებული იქნება

გივი მიქანაძე: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლის გამოც კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები მიდიან სასამართლოში - ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის დიპლომი აღიარებული იქნება

იმედი|imedinews.ge

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლის გამოც კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები მიდიან სასამართლოში. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის დიპლომი აღიარებული იქნება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, რომლებიც რომელიც 2010 წლამდე გაცემული გარკვეული დიპლომების აღიარების საკითხს ეხება.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზე ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება ის პრობლემა, რომელიც 2010 წლამდე დიპლომის აღიარებასთან იყო დაკავშირებული. ასევე, ის საკითხები, რომლითაც 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლება გათანაბრდება. კერძოდ, რიგ უმაღლეს სასწავლებლებში გვქონდა მოცემულობა, რომ 4-წლიან დასწრებულ პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იგივე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იგივე კვალიფიკაციას, რასაც 5-წლიან დაუსწრებელზე, მაშინ როდესაც 5-წლიანი ეთვლებოდათ მაგისტრის ხარისხში, ხოლო 4-წლიანზე ანიჭებდნენ ბაკალავრის ხარისხს.

ამ ცვლილებების საფუძველზე უკვე 4-წლიანებსაც მაგისტრის მარისხი მიენიჭებათ და ეს ძალიან დიდწილად შეუწყობთ მათ ხელს როგორც დასაქმებაში, ასევე სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილებაში გამოცხადებულ სხვადასხვა ვაკანსიასთან მიმართებაში.

ასევე, 2010 წლამდე, სანამ ხარისხის მიმართულებით განათლების სფეროში ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, არ იყო სპეციალური რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უფრო დეტალურად მოახდენდა. ამიტომ, იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც ჯერ აკრედიტაცია არ ჰქონდათ მინიჭებული, ისინი ამის შესახებ არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს, რიცხავდნენ და შემდგომში, როდესაც დიპლომს გასცემდნენ, უკვე ამ დიპლომებს ექმნებოდათ პრობლემები. ისევე როგორც, რიგ უმაღლეს დაწესებულებებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სწავლის პერიოდში შეექმნათ პრობლემები აკრედიტაციასთან დაკავშირებით და ესეც არ იყო ინფორმირებული და შემდგომში ამ უმაღლესდამთავრებულ სტუდენტებს ასევე, დღემდე აქვთ შექმნილი პრობლემები.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი, იმედია მოიწონებს და მხარს დაუჭერს, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლითაც კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ ამ პროცესებს და ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროსთან, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის დიპლომი აღიარებული იქნება. სამართლიანობა მოითხოვს, რათა ეს ნაბიჯი გადაიდგას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია