
სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს
იმედი|imedinews.ge
სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. 12 ვნების სახარება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იკითხება. ეს არის ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი მაცხოვრის ვნების შესახებ. მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და გალობენ იმ საგალობელს, რომელშიც ასახულია ეპიზოდი, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ, ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო რადგან მან სიკვდილის წინ მოინანია. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში ერთხელ სრულდება. მორწმუნეები მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის შუაში დაბრძანებულ ჯვარს ემთხვევიან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge