აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

სააღდგომო ღვთისმსახურების დაწყებამდე სულხან თამაზაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მიტროპოლიტს, სამღვდელოებასა და მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

სააღდგომო ლიტურგიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია