ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

იმედი|imedinews.ge

ნაძალადევში, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზღვისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N22 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ამორტიზებული ინფრასტრუქტურის სადემონტაჟო სამუშაოები.

„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოეწყობა ე.წ. სტრიტ ბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობის გზით, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

„აღსანიშნავია, რომ ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, იყო კერძო საკუთრებაში, თუმცა ჩვენ, მესაკუთრესთან მოლაპარაკებითა და ადგილმონაცვლეობის გზით, მიწის ნაკვეთი მოსახლეობას დავუბრუნეთ. ზღვისუბნის დასახლების ამ კვარტალში მსგავსი ფართობის სხვა რეკრეაციული სივრცე არ არსებობს. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია