ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა

ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა

იმედი|imedinews.ge

გლდანის რაიონის გამგეობა ზაჰესში, თავისუფლების ქუჩაზე, N12 კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით 2 100 კვ.მ ფართობზე ახალ სკვერს აწყობს.

მოსახლეობასთან შეთანხმებით, ტერიტორიაზე მოიხსნა უკანონო შემოღობვები.

პროექტის თანახმად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 371 692 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია