
ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
იმედი|imedinews.ge
19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - უახლოეს დღეებში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების პროგრნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge